среда, 23 апреля 2014 г.

პროექტის სახელწოდება:  ,,თქვენს  საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა...“
პროექტის  მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ მასალების მოძიება. განვმსჭვალო კლასიკოსი მწერლებისა და პოეტების, აგრეთვე საზოგადო მოღვაწეთა  მიმართ მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობით.
 პროექტის აღწერა: მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს კლასიკოს პოეტებსა და მწერლებზე, აგრეთვე საზოგადო მოღვაწეებზე. ინფორმაციას მოიძიებენ წიგნებიდან, ინტერნეტიდან, ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდიდან. მასალის დამუშავების შედეგად შეადგენენ ბუკლეტებს. სკოლაში მოაწყობენ ღონისძიებას. მოვაწყობთ ექსკურსიას მთაწმინდაზე.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
ვადები- ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, ფოტოების გადაღება, პრეზენტაციის გაკეთება;  ღონისძიება ჯერ სკოლაში, შემდეგ  ექსკურსია მთაწმინდაზე. ღონისძიების ჩატარებით პატივის მიგება კლასიკოსებისადმი.
მოსალოდნელი შედეგები- პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები პოეტებსა და მწერლებზე, ღონისძიება, ექსკურსიის მოწყობა. ფოტო-გამოფენა სკოლაში.
სარგებელი სხვებისთვის: კლასიკოსი მწერლებისა და პოეტების სამუდამო სავანის გაცნობა.
პროექტის ხელმძღვანელი:  ქეთევან რჩეულიშვილი
ხელმძღვანელის ელფოსტა: qetevanrcheulishvili@gmail.com